Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით თარგმნილი წიგნის - ლარი ნილისა და რონდო კამერონის „მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, 7 თებერვალს, გაიმართა აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის საერთო ხელმძღვანელობით თარგმნილი წიგნის - ლარი ნილისა და რონდო კამერონის „მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია“ პრეზენტაცია.

 

 ღონისძიებას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი. მათ ვრცლად ისაუბრეს აღნიშნული სახელმძღვანელოსა და  მსოფლიოში ცნობილი უცხოელი ავტორების სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის მნიშვნელობაზე.

 

აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ ფართოდ მიმოიხილა წიგნზე მუშაობის პროცესი და დიდი მადლობა გადაუხადა თარგმანსა და რედაქტირებაზე მომუშავე ჯგუფს ასეთი ღირებული და შრომატევადი საქმის წარმატებით დასრულებისთვის. მან დიდი მადლობა გადაუხადა ასევე ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აქტიური მხარდაჭერისათვის.

 

პრეზენტაციის პარალელურად, უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბოლო 5 წლის განმავლობაში თარგმნილი და გამოცემული სახელმძღვანელოების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ათეული სახელმძღვანელო, რომლებიც სტუდენტებისათვის მომზადდა ან ითარგმნა უნივერსიტეტის პროფესორების მიერ.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მომავალშიც გაგრძელდება მსოფლიოში აღიარებული ავტორების სახელმძღვანელოების თარგმნა და გამოცემა.